ძიუდო | ილია სულამანიძე ბაქოს გრანდ სლემის ფინალშია და ტიტულის მოპოვებას ზედიზედ მეორედ შეეცდება [ვიდეო] #1TVSPORT
ძიუდო | ილია სულამანიძე ბაქოს გრანდ სლემის ფინალშია და ტიტულის მოპოვებას ზედიზედ მეორედ შეეცდება [ვიდეო] #1TVSPORT

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დღეს შვიდი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში მხოლოდ ერთს ვიხილავთ.

ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობს და ფინალში იჭიდავებს ილია სულამანიძე (100 კგ). ქართველმა ნახევარფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ნიაზ ბილალოვი ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედლისთვის პოლონელ პიოტრ კუჩერას შეხვდება.

გურამ თუშიშვილი, შალვა გურეშიძე (ორივე – +100 კგ), ბაქარ ერაშვილი, აკაკი ჯაფარიძე (ორივე – 90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78) შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინაჯაოს მედალი მოიპოვა.

2023 წელს საქართველოს ნაკრებმა ბაქოში 17 ძიუდოისტით იასპარეზა. ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა, გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.