ძიუდო | თემურ ნოზაძემ ბაქოს გრანდ სლემზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ძიუდო | თემურ ნოზაძემ ბაქოს გრანდ სლემზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოში გრანდ სლემის ტურნირი დაიწყო. შეჯიბრებაზე დღეს ექვსი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს – თემურ ნოზაძე, ამირან დარბაისელი (ორივე 60 კგ), თორნიკე მაზიაშვილი, გიგი ოთიაშვილი (ორივე 66 კგ), ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე 57 კგ).

გრანდ სლემზე პირველი გამარჯვება უკვე მოიპოვა თემურ ნოზაძემ. ქართველმა მექსიკელი სუარესი დაამარცხა და მერვედფინალში აზერბაიჯანელ ბაირამოვს შეხვდება.

ფინალური ბლოკი შეჯიბრების სამივე დღეს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოს ნაკრებმა ბაქოში 17 ძიუდოისტით იასპარეზა. ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა, გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.