ბაქოს გრანდ სლემზე 20 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
ბაქოს გრანდ სლემზე 20 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT

აზერბაიჯანის დედაქალაქი 16-18 თებერვალს ძიუდოში გრანდ სლემს უმასპინძლებს. ტურნირზე 20 ქართველი ძიუდოისტი (14 კაცი, 6 ქალი) იასპარეზებს.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ბაქოს გრანდ სლემზე: 

60 კგ – თემურ ნოზაძე, ამირან დარბაისელი.

66 კგ – თორნიკე მაზიაშვილი, გიგი ოთიაშვილი.

73 კგ – მიხეილ ბახბახაშვილი, ლუკა კაპანაძე.

81 კგ – კოტე კაპანაძე, ზაურ დვალაშვილი.

90 კგ – აკაკი ჯაფარიძე, ბაქარ ერაშვილი.

100კგ- ილია სულამანიძეს, ონისე სანებლიძე.

+100კგ – გურამ თუშიშვილი, შალვა გურეშიძე.

57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე.

63 კგ – რეგინა უთნელიშვილი.

70 კგ – ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია.

+78 კგ – სოფიო სომხიშვილი.

16 თებერვალს მედლები კაცთა 60 და 66 და ქალთა 48, 52 და 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება. ფინალური ბლოკი შეჯიბრების სამივე დღეს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოს ნაკრებმა ბაქოში 17 ძიუდოისტით იასპარეზა. ილია სულამანიძე (100 კგ.) ჩემპიონი გახდა, გურამ თუშიშვილმა (+100 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.