ძიუდო | ილია სულამანიძე ბაქოს გრანდ სლემის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
ძიუდო | ილია სულამანიძე ბაქოს გრანდ სლემის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დღეს შვიდი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ასპარეზობას მხოლოდ ერთი განაგრძობს.

ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში იჭიდავებს ილია სულამანიძე (100კგ). ქართველმა მერვედფინალში რუმინელი გონსალესი დაამარცხა და ნახევაფინალში გასასვლელად ყაზახ ბოზბაიევს დაუპირისპირდება.

გურამ თუშიშვილი, შალვა გურეშიძე (ორივე – +100 კგ), ბაქარ ერაშვილი, აკაკი ჯაფარიძე (ორივე – 90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78) შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინაჯაოს მედალი მოიპოვა.

2023 წელს საქართველოს ნაკრებმა ბაქოში 17 ძიუდოისტით იასპარეზა. ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა, გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.