გელა აფრასიძე „ტულუზასთან“ მატჩისას დაშავდა #1TVSPORT
გელა აფრასიძე „ტულუზასთან“ მატჩისას დაშავდა #1TVSPORT

გელა აფრასიძე ტრავმირებულია და 3-დან 4 კვირამდე გაუცდება.

ბორჯღალოსანთა ნაკრების 9 ნომერი, რომელმაც საფრანგეთის ტოპ 14-ის პირველ ორ ტურში შეუცვლელად ითამაშა და ერთი ლელოც მიითვალა, მესამე ტურის მატჩში „ტულუზას“ წინააღმდეგ დაშავდა. მან მხარი დაიზიანა.

გელა მე-15 წუთზე შეცვალეს, მისი „მონპელიე“ კი სამედიცინო „ჯოკერს“ ეძებს, რადგან გუნდის სხვა 9 ნომრები – ბენუა პაიო ტრავმის გამო, ხოლო კობუს რეინახი მომდევნო 3 სანაკრებო მატჩების გამო ვერ ეხმარებიან.