ორი ქართული ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში - რაგბის ლეგიონის ამბები [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში (PRO D2) მორიგი ტურის მატჩები გამართა. ორმა ქართველმა – ილია კაიკაციშვილმა და ირაკლი აფციაურმა ლელოებით გამოიჩინეს თავი.

PRO D2-ის ტური 30 მარტს „კოლომიესა“ და „მონ-დე-მარსანის“ (23:26) შეხვედრით დაიწყო. სტუმართა შემადგენლობაში შეცვლაზე ითამაშა ლაშა მაჭარაშვილმა, რომელიც შეხვედრაში ჩართვიდან ცოტა ხანში გაასიმბინეს.

ტურის დანარჩენი შეხვედრები 31 მარტს გაიმართა.

„გრენობლმა სტუმრად „მასი“ 36:7 დაამარცხა, რაშიც თავისი წვლილი ქართველებმაც შეიტანეს. ძირითადში ორი ქართველი იყო – ირაკლი აფციაური და ლუკა გოგინავა.

36-ე წუთზე აფციაურმა ლელო დადო და მალევე შეცვალეს, ხოლო ლუკა გოგინავამ მოედანზე 54 წუთი გაატარა. სატურნირო ცხრილში „გრენობლი“ მეორე ადგილზეა (75 ქულა), „მასი“ კი 29 ქულით აუსტაიდერია.

„ბეზიესა“ და „ვანის“ (18:40) შეხვედრაში მასპინძელთა შემადგენლობაში სათადარიგო იყო გიორგი ახალაძე, ის შეხვედრაში მეორე ტაიმში, 50-ე წუთიდან ჩერთო.

„რუანისა“ და „ნევერის“ მატჩი ფრედ 19:19 დასრულდა. „ნევერის“ შემადგენლობაში ძირითადში იყვნენ ილია კაიკაციშვილი და ლაშა ჯაიანი, მარქაფიდან ჩერთო თამაშში ლადო ჩაჩანიძე.

24-ე წუთზე კაიკაციშვილმა ლელო გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა. 58-ე წუთზე ჯაიანი ჩაჩანიძემ შეცვალა, სამ წუთში კაიკაციშვილიც შეცვალეს.

„ანგულემმა“ „პროვანსს“ უმასპინძლა და 12:8 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში ძირითადში იყო ომარ ოდიშვილი (45-ე წუთზე შეცვალეს). მარქაფიდან ჩაერთო თამაშში „ანგულემის“ კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი შოთა გოგისვანიძე.

„კარკასონმა“ საკუთარ მოედანზე „ბიარიცს“ 20:12 მოუგო. „კარკასონის“ ძირითადში დაიწყო შეხვედრა სოსო ბეკოშვილმა, რომელიც 63-ე წუთზე შეცვალეს, 65-ე წუთიდან ჩაერთო შეხვედრაში ლუკა პეტრიაშვილი. „ბიარიცის“ შემადგენლობაში ძირითადში ორი ქართველი იყო – ლუკა აზარიაშვილი და თორნიკე ჯალაღონია. ჯალაღონიამ სრულად ითამაშა, აზარიაშვილი კი 55-ე წუთზე შეცვალეს.

„მონტობანმა“ „ორიაკს“ უმასპინძლა და 30:15 სძლია. მასპნძელთა შემადგენლობაში ძირითადში იყო ოთარ გიორგაძე, რომელმაც 62 წუთი ითამაშა. „მონტობანის“ კიდევ ერთი ქართველი მირიან ბურდული 48-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.

„ორიაკის“ შემადგებლობაში ძირითადში იყვნენ ლუკა ნიორაძე (68-ე წუთზე შეცვალეს) და მიხეილ ალანია (55 წუთი ითამაშა), ხოლო გიორგი ქართველიშვილი 47-ე წუთზე მარქაფიდან ჩერთო თამაშში.