რაგბი | დავით ნინიაშვილი „ლიონში“ დაბრუნდა და საფრანგეთის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
რაგბი | დავით ნინიაშვილი „ლიონში“ დაბრუნდა და საფრანგეთის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

გაიმართა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის (TOP 14) მე-16 ტურის შეხვედრები.

„ლიონმა“ საკუთარ მოედანზე „ოიონაქსს“ უმასპინძლა და ბონუსქულით 43:26 დაამარცხა.

ლიონელთა რიგებში ტრავმის შემდეგ დაბრუნდა დავით ნინიაშვილი და გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა ორი ლელოს დადება მოახერხა და „ლიონის“ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ნინიაშვილმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და მიმდინარე სეზონში მეექვსე ლელო დადო, „ლიონმა“ კი 33 ქულა დააგროვა და მე-11 ადგილზეა.

„მონპელიესა“ და „ბაიონის“ შეხვედრაში თავი გამოიჩინა გელა აფრასიძემ, რომელმაც ბოლო წუთზე ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, მაგრამ „ბაიონმა“ „მონპელიეს“ დამარცხება მაინც ვერ მოახერხა – 23:28.