გავრცელებული ინფორმაციით, ხაბიბ ნურმაგომედოვმა კორონავირუსზე ტესტირებაზე უარი განაცხადა
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობს. აბდულმანაპ ნურმაგომედოვს კორონავირუსი დაუდგინდა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება.
სააგენტო RT Sports ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხაბიბმა კორონავირუსზე ტესტის ჩატარებაზე უარი განაცხადა. მას შემდეგ, რაც 57 წლის აბდულმანაპს COVID 19-ის დიაგნოზი დაუსვეს, ტესტის გაკეთება ინფექციაზე ხაბიბსაც შესთავაზეს, თუმცა დაღესტნელმა ანალიზი არ აიღო. ჩემპიონის თქმით, ის ბოლომდე არის კონცენტრირებული მამის მძიმე კონდიციაზე და ჯერჯერობით, არ სურს ტესტის ჩატარება.