გატუზომ შესაძლოა „ჯენოას“ უხელმძღვანელოს
გატუზომ შესაძლოა „ჯენოას“ უხელმძღვანელოს

„მილანის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო შესაძლოა, „ჯენოას“ თავკაცი გახდეს.

„გაძეტა დელო სპორტის“ ჟურნალისტ ჯანლუკა დიმარაცის ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტი გუნდის დამრიგებლის, აურელიო ანდრეაცოლის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპირებს. ენრიკო პრეციოზი შარშან ზაფხულში მოწვეული 65 წლის სპეციალისტის მუშაობით უკმაყოფილოა.

ამ სეზონში გუნდმა ექვსი მატჩიდან მხოლოდ ხუთი ქულა დააგროვა და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეთექვსმეტე ადგილის იკავებს.