„მილანის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ფრანგული „ნანტის“ გაწვრთნაზე უარი განაცხადა, – იტყობინება „სკაი სპორტს იტალია“ (Sky Sport Italia).
ფრანგული კლუბი იტალიელს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობდა. შეგახსენებთ, რომ გატუზო მილანს 2017 წლიდან თავკაცობდა.
წინა სეზონზე „როსონერიმ“ იტალიის ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავა.