78 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობისგან გარდაიცვალა ქართული ხელბურთის ლეგენდა იმედო ფხაკაძე. გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩვენს ქვეყანაში ხელბურთის აღმავლობაში მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
იმედო ფხაკაძე თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკისა“ (1962-1974) და საკავშირო ნაკრებში (1963-1971). საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1962, 1964), სამგზის ვერცხლისა (1965-1967) და ბრინჯაოს პრიზიორი (1963) მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე (1967, 1970).