გამოცხადდა ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის სრული განრიგი, – იტყობინება ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ვებგვერდი. გაისად ოლიმპიადა 22 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება.
გახსნის ცერემონია კი 24 ივლისს, თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება.
პირველი ჩემპიონი გამოვლინდება 25 ივლისს, ქალებს შორის 10 მეტრიდან პნევმატური შაშხანით სროლაში.
ცურვის ტურნირი ჩატარდება 25 ივლისიდან 2 აგვისტომდე, ჭიდაობა – 2-8 აგვისტო, ძალოსნობა – 25 ივლისი-5 აგვისტო, ფარიკაობა – 25 ივლისი-2 აგვისტო, ძიუდო – 25 ივლისი-1 აგვისტო, სპორტული ტანვარჯიში – 25 ივნისი-4 აგვისტო, მძლეოსნობა – 31 ივლისი-9 აგვისტო, ჩოგბურთი – 25 ივლისი-2 აგვისტო.
კაცებს შორის საფეხბურთო ტურნირის ფინალი გაიმართება 8 აგვისტოს, კალათბურთის ფინალი – 9 აგვისტო.
დახურვის ცერემონია 9 აგვისტოს შედგება. დასაწყისი 15 საათი იქნება.