გამოცემა „ჩემპიონატმა“ რუსეთის პრემიერლიგის ის 15 ფეხბურთელი დაასახელა, რომელსაც მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი პროგრესი დაეტყო – ამ სიაში გიორგი მელქაძეც მოხვდა.
„გიორგი მელქაძე „სპარტაკის“ ფეხბურთელია, რომელმაც რუსეთის პრემიერლიგაში ამ გუნდის ფორმით ერთი გოლიც ვერ გაიტანა და გულშემატკივრები მუდმივად აკრიტიკებდნენ. მაგრამ „ტამბოვში“ გადასული გუნდი ლიდერი გახდა და მიმდინარე სეზონში 6 გოლს 2 საგოლე გადაცემა დაამატა“ – წერს გამოცემა.
„ჩემპიონატი“ ქართველი ახალგაზრდის ათამაშების მიზეზებს ხსნის და ამტკიცებს, რომ ის მოსკოვურ გუნდში თამაშს გერმანიის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელზე, მსოფლიო ჩემპიონ ანდრე შურლეზე მეტად იმსახურებს:
„ტამბოვში მელქაძე ზედმეტი წნეხისგან გათავისუფლდა და საბოლოოდ ისე ათამაშდა, როგორც შეეძლო – აგრესიითა და სიბრაზით. ის ხშირად ერთვება ორთაბრძოლებში და კარში ხშირად ურტყამს. რასაც ახლა „ტამბოვში” აკეთებს, ზუსტად იგივეთი „სპარტაკი 2“-ში ბრწყინავდა. დიდი ალბათობით, მელქაძე მოსკოვურ კლუბში დაბრუნების პირველი კანდიდატია – მან ეს დაიმსახურა. ხოლო „სპარტაკში“ თამაში მას უფრო მეტად ეკუთვნის, ვიდრე დამსახურებულ გერმანელ ვეტერან შურლეს“.
გიორგი მელქაძე 22 წლის შემტევი ნახევარმცველია. ის მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა. თუმცა, მისი ოჯახი დღემდე სამტრედიაში ცხოვრობს. მისი ტრანსფერი მოსკოვის „სპარტაკს“ ეკუთვნის, ხოლო „ტამბოვში“ იჯარით სეზონის ბოლომდე ითამაშებს.