ლიგაზე „დინამო თბილისის“ მეტოქემ „სპარტაკი“ დაამარცხა - მოსკოველთა რიგებში მელქაძემ ითამაშა #1TVSPORT
ლიგაზე „დინამო თბილისის“ მეტოქემ „სპარტაკი“ დაამარცხა - მოსკოველთა რიგებში მელქაძემ ითამაშა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისის“ მეტოქე ბაქოს „ნეფთჩი“ ავსტრიაშია შეკრებაზე, სადაც მოსკოვის „სპარტაკს“ შეხვდა და დაამარცხა.

რუსული კლუბის კარში გოლები ნამიკ ალასკეროვმა და სან-ტომესა და პრინციპის ნაკრების მცველმა, არამისმა გაიტანეს. მოსკოველთა რიგებში გიორგი მელქაძემ ითამაშა, რომელსაც გროზნოს „ახმატში“ იჯარა დაუსრულდა. მოედანზე არ ყოფილა გუნდის კაპიტანი გიორგი ჯიქია, რომელიც ევრო2020-ის შემდეგ ისვენებს.

რუსულ კლუბამდე ბაქოს „ნეფთჩიმ“ ორი ამხანაგური მატჩი გამართა სლოვენიურ შეკრებაზე და ადგილობრივ „ოლიმპიასთან“ (1:1) ფრედ ითამაშა, ხოლო „დომჟალესთან“ (1:2) დამარცხდა.

„დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში ბაქოს „ნეფთჩის“ 7 ივლისს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 20.00 საათზე დაიწყება. განმეორებითი შეხვედრა კი 14 ივლისს ბაქოში შედგება.

„დინამოსა“ და „ნეფთჩის“ წყვილში გამარჯვებული, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში საბერძნეთის ჩემპიონ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება. წყვილში დამარცხებული კი კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰაიფასმაქაბისა“ და ალმათის „კაირათს“ შორის წაგებულს დაუპირისპირდება.

7 ივლისს, პირველ შეხვედრას თბილისში ისრაელის მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი დავიდ ფუქსმანი გახლავთ. მას ასისტენტობას ნატი დოტანი და მათითიაჰუ იაკობოვი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი იდან ლეიბა იქნება.