მელქაძე „სპარტაკიდან“ „ახმატში“ გადავიდა
მელქაძე „სპარტაკიდან“ „ახმატში“ გადავიდა

გიორგი მელქაძე იჯარით მოსკოვის „სპარტაკიდან“ გროზნოს „ახმატში” გადავიდა და 2019/2020 წლების სეზონს ახალ გუნდში გაატარებს – 22 წლის ფეხბურთელმა გროზნოელთა შემადგენლობაში პირველი მატჩი უკვე ჩაატარა.

გიორგი მელქაძემ გასული სეზონი „ტამბოვში” გაატარა, სადაც 18 მატჩი ითამაშა, გაიტანა 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. მოსკოველთა მთავარი მწვრთნელი დომენიკო ტედესკო ფეხბურთელის ადგილს „სპარტაკში” ვერ ხედავს. შესაბამისად, სეზონის დასაწყისიგაუცდა. გამოცემა „ჩემპიონატმა“ გიორგი იმ 5 გამორჩეულ მოთამაშეს შორის დაასახელა, რომელთა გარეშეც სეზონი დაიწყო.

მელქაძემ „ახმატის“ შემადგენლობაში პირველი მატჩი რუსეთის პრემიერლიგის მე-4 ტურში „ხიმკისთან“ მოგებულ შეხვედრაში (2:1) ითამაშა.