„უფამ“ გიორგობიანის ეფექტური გოლით მოიგო - ხუთი ქართველი მოედანზე იყო, მეექვსე კი ტრავმირებულია (ვიდეო)
რუსეთის პრემიერლიგის სეზონი 23-ე ტურის შეხვედრებით განახლდა. ჩვენთვის საინტერესო გამოდგა მატჩი „უფასა“ და „ტამბოვს“ შორის, რადგან ხუთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა, მატჩის ბედი კი ერთ-ერთმა მათგანი გადაწყვიტა.
სტუმართა კაპიტანი მეკარე გიორგი შელია იყო, ასევე ითამაშა გურამ თეთრაშვილმა, რომელსაც 36-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი აჩვენეს და მოედნიდან გააძევეს. ტრავმის გამო არ უთამაშია გუნდის საუკეთესო ბომბარდირს, გიორგი მელქაძეს. გუნდში ერთი უცნობმა ქართველიც გამოჩნდა – 20 წლის ვლადიმერ კობახიძე, რომელმაც სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა – ის შეცვლაზე 56-ე წუთზე გამოჩნდა.
„უფას“ ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. 86-ე წუთზე მისი გუნდის ფორმით მოედანზე ნიკოლოზ გიორგობიანი გამოჩნდა, რომელმაც 90+1-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა – 22 წლის ნახევარმცველი კარგად გაიხსნა, მეკარეს ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო და „უფამ“ 2:1 მოიგო.
23 ტურის შემდგე, „უფა“ 30 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო „ტამბოვი“ 25 ქულით მეცამეტე ადგილზეა და აუტსაიდერთა ზონაშია.