„გალერია თბილისი“ – სავაჭრო ცენტრის გახსნის ზუსტი დრო დღის მანძილზე გამოქვეყნდება

03:03, 16.08.2019

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დილიდან „გალერია თბილისში“ სავენტილაციო სისტემების შემოწმება დაიწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას „გალერია თბილისის“ ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სავაჭრო ცენტრის გახსნის ზუსტი დრო დღის მანძილზე გამოქვეყნდება.

15 აგვისტოს „გალერია თბილისის“ ტექნიკურ სივრცეში, სავენტილაციო სისტემის ერთ-ერთ დანადგარს გაუჩნდა ალი, რის გამოც სავაჭრო ცენტრის შენობის დაკვამლიანება მოხდა. განხორციელდა ხალხის ევაკუაცია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა ქონება. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.

 

 

მსგავსი