„გალერია თბილისი“ დღეს 16:00 საათიდან განაახლებს მუშაობას
„გალერია თბილისი“ დღეს 16:00 საათიდან განაახლებს მუშაობას

„გალერია თბილისი“ 16:00 საათიდან განაახლებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას.

ამის შესახებ „გალერია თბილისის“ ინფორმაციაშია აღნიშნული. სავაჭრო ცენტრი დრეს დილიდან არ მუშაობდა, რადგან „გალერია თბილისის“ ტექნიკურ სივრცეში, სავენტილაციო სისტემის ერთ-ერთ დანადგარს გუშინ გაუჩნდა ალი, რის გამოც სავაჭრო ცენტრის შენობის დაკვამლიანება მოხდა. განხორციელდა ხალხის ევაკუაცია.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა ქონება. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.