„გალათასარაიმ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფათიჰ თერიმის წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
ცნობილმა თურქმა სპეციალისტმა ფათიჰ თერიმმა „გალათასარაის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, – დაწერა თურქული კლუბის პრესსამსახურმა.
68 წლის მწვრთნელი 2017 წელს ჩაუდგა სათავეში „გალათასარაის“ და სამწვრთნელო კარიერაში მეოთხედ დატოვა ეს კლუბი.
თურქეთის სუპერლიგის 20 ტურის შემდეგ, „გალათასარაი“ 27 ქულით მე-12 ადგილზეა გათამაშების ცხრილში.