„გალაპი“ - გერმანია გლობალური ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს
„გალაპი“ - გერმანია გლობალური ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს

„გალაპის“ მიერ ჩატარებული ყოველწლიური კვლევის მიხედვით, გერმანია ზედიზედ მესამე წელია, გლობალური ლიდერი ქვეყნების რეიტინგში პირველობას ინარჩუნებს. 135 ქვეყანაში ჩატარებულ კვლევაში გერმანიას გლობალურად მოქალაქეების 44 პროცენტი ემხრობა.

მეორე ადგილზეა აშშ, რომელიც გერმანიას 11 პროცენტით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ „გალაპის“ კვლევა პანდემიის დაწყებამდეა ჩატარებული.

ბარაკ ობამას პრეზიდენტობის წლებში აშშ გლობალური ლიდერის პოზიციას ინარჩუნებდა. აშშ-მა მხოლოდ ერთხელ, 2011 წელს დაუთმო პირველობა გერმანიას.

„გალაპის“ კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ მსოფლიოში აშშ-ის პოლიტიკით უკმაყოფილება გაზრდილია. განსაკუთრებით ეს ევროპას ეხება. აშშ-ის პოლიტიკას მოქალაქეთა უმრავლესობა ევროპის მხოლოდ სამ სახელმწიფოში უჭერს მხარს. ესენია: ალბანეთი, კოსოვო და პოლონეთი.

აშშ-ის მიმართ უკმაყოფილოთა პროცენტული მაჩვენებელი მაღალია ავსტრალიაშიც და იგი 67 პროცენტს აღწევს.

ჩინეთს გლობალური ლიდერი ქვეყნების რეიტინგში მესამე ადგილი ერგო. პეკინი მხოლოდ ერთი პროცენტით ჩამორჩება ვაშინგტონს. მესამე ადგილზეა რუსეთი 30 პროცენტით.