საპროტესტო აქცია ლისაბონში

15:38, 22.11.2026

ლისაბონის ცენტრში ათასობით ადამიანი საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. დემონსტრანტები ცხოვრების გაძვირებას, საცხოვრებლის კრიზისსა და დაბალ ხელფასებს აპროტესტებდნენ. აქციის ორგანიზატორმა, პორტუგალიის უმსხვილესმა პროფკავშირულმა გაერთიანებამ ხელფასებისა და პენსიების გაზრდა, პირველადი მოხმარების პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების შემცირება და საცხოვრებლის გაძვირების შესაჩერებლად ზომების მიღება მოითხოვა. პროტესტს წინ უძღოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე გამოსვლები.

მსგავსი