გაიმართა გერმანიის თასის 1/8-ფინალის წილისყრა - „კარლსრუე“ „აუგსბურგს“ მიიღებს, „ბაიერნი“ ჩემპიონს უმასპინძლებს #1TVSPORT
გაიმართა გერმანიის თასის 1/8-ფინალის წილისყრა - „კარლსრუე“ „აუგსბურგს“ მიიღებს, „ბაიერნი“ ჩემპიონს უმასპინძლებს #1TVSPORT

გაიმართა გერმანიის თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა, რომლის მიხედვითაც, ერთი სუპერწყვილი ჩამოყალიბდა. მიუნხენში ერთმანეთს შეხვდებიან წლევანდელი სეზონის ლიდერი „ბაიერნი“ და მოქმედი ჩემპიონი „ლევერკუზენი“.

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ შინ მიიღებს ბუნდესლიგის ბინადარ „აუგსბურგს“.

წილისყრის შედეგები:

ბაიერნი-ლევერკუზენი

ვერდერი-დარმშტადტი

ლაიპციგი-აინტრახტი

კარლსრუე-აუგსბურგი

არმინია-ფრაიბურგი

რეგენსბურგი-შტუტგარტი

კიოლნი-ჰერტა

ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი

მატჩები 3-4 დეკემბერს გაიმართება.