როისმა გერმანიის თასის რეკორდი დაამყარა - შეცვლიდან 3 წამში გაიტანა გოლი
როისმა გერმანიის თასის რეკორდი დაამყარა - შეცვლიდან 3 წამში გაიტანა გოლი

„დორტმუნდის“ შემტევი ნახევარმცველი მარკო როისი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა მოედანზე და პირველი გოლი გაიტანა ბოლო შვიდი თვის განმავლობაში.

როისმა მონაწილეობა მიიღო გერმანიის თასის 1/32 ფინალის მატჩში, რომელშიც „დორტმუნდმა“ სტუმრად 5:0 გაანადგურა მესამებუნდესლიგელი „დუისბურგი“. ნახევარმცველი 57-ე წუთზე შევიდა მოედანზე და სამ წამში გოლის გატანა მოახერხა. როისისთვის ეს იყო პირველი გოლი 2020 წლის თებერვლის შემდეგ.

შეცვლაზე შესვლიდან სამ წამში გოლის გატანა გერმანიის თასის ახალი რეკორდია. მანამდე რეკორდსმენი იყო „ჰოფენჰაიმის“ ფრანგი ფორვარდი ანტონი მოდესტე, რომელმაც 2014 წელს, გერმანიის თასის მეორე რაუნდში მოედანზე შესვლის შემდეგ 12 წამში შეძლო გატანა.

გასულ სეზონში როისმა „დორტმუნდში“ 25 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.