ანტონიო გუტერეში - პანდემია არის გამოცდა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, ეს გამოცდა ჩვენ ვერ გავიარეთ
ანტონიო გუტერეში - პანდემია არის გამოცდა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, ეს გამოცდა ჩვენ ვერ გავიარეთ

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ პანდემიასთან ბრძოლაში მსოფლიო თანამეგობრობა არასათანადოდ მოქმედებს და გლობალური თანამშრომლობა არასაკმარისია.

„პანდემია არის გამოცდა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ეს გამოცდა ჩვენ ვერ გავიარეთ“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

მისივე თქმით, მსოფლიომ პანდემიის დროს ვერ გამოიჩინა სოლიდარობა და ერთიანობა, რის გამოც, „ვირუსი კონტროლს აღარ ექვემდებარება“.