საპროტესტო აქციები საფრანგეთში – „მოამბე“ პარიზიდან 

21:13, 02.11.2026

საფრანგეთს პროტესტის ახალი ტალღა მოედო.

დილიდან შენობების შესასვლელების ბლოკირების გამო პარალიზებული იყო პარიზის რამდენიმე სკოლა. სასწავლო პროცესის ორი კვირით შეწყვეტის შემდეგ სწავლა პროტესტის ფონზე შეფერხებებით განახლდა. ქვეყნის მასშტაბით ბლოკადაში მოექცა ათეულობით ლიცეუმის შენობები. მოსწავლეები და სტუდენტები მასობრივი გამოსვლებითა და გაფიცვით იმუქრებიან, ანალოგიურ მოწოდებებს ავრცელებენ პროფკავშირები და ახალგაზრდული მოძრაობები. მოსწავლეები ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ რეფორმას არასაკმარისად მიიჩნევენ. მთავარ მოთხოვნად რჩება კლასებში გადატვირთულობის პრობლემის მოგვარება. სამართალდამცავ უწყებებს საგანგებო რეჟიმში უწევთ ყოფნა – ხვალიდან სასწავლო პროცესების მასობრივად ბლოკირებაა დაანონსებული, ხუთშაბათს კი მასშტაბურ დემონსტრაციებს სტუდენტები გეგმავენ. მასშტაბური აღმოჩნდა უქმე დღეებში მოწყობილი აქციებიც, იყო შეტაკებებიც, თუმცა, 17-18 ოქტომბრისგან განსხვავებით, ძალადობრივ ქმედებებს მასობრივი სახე აღარ ჰქონია. დაკავებულია 800-მდე ადამიანი. მათ შორისაა პირი, რომელსაც პოლიციელისთვის „მლოტოვის კოქტეილის“ სროლაში ედება ბრალი.

მასშტაბური სოციალური პროტესტი და კრიზისი საფრანგეთში – პარიზში მეორე კვირაა, „მოამბის“ გადამღები ჯგუფი მუშაობს.

მსგავსი