ნიკოლ ფაშინიანი – ქვეყნის საზღვრებზე მთელი კონტროლი ეტაპობრივად სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურს გადაეცემა
ქვეყნის საზღვრებზე მთელი კონტროლი ეტაპობრივად სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურს გადაეცემა, — ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტის მუდმივი კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.
„ამ პროცესმა გარკვეული რეფორმები უნდა გაიაროს“, — აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
სომხური მედიის თანახმად, სომეხმა მესაზღვრეებმა უკვე დაამყარეს კონტროლი სახელმწიფო საზღვრის იმ მონაკვეთებსა და საკონტროლო პუნქტებზე, რომლებსაც ადრე რუსი მესაზღვრეები აკონტროლებდნენ. ესენია: ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტი, აგარაკის (ირანის საზღვარი), მარგარას (თურქეთის საზღვარი) და ახურიკის (თურქეთის საზღვარი) საკონტროლო პუნქტები. თუმცა ირანისა და თურქეთის საზღვრებზე რუსი მესაზღვრეების სომხური მესაზღვრეებით ჩანაცვლების პროცესი ეტაპობრივია და დაკავშირებულია ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების რესურსებისა და შესაძლებლობების განვითარებასთან.