კალინინგრადის ოლქთან, საზღვარზე დივერსიის საფრთხის გამო, პოლონეთის პოლიციამ სპეციალური ოპერაციის შტაბი შექმნა

22:07, 02.11.2026

კალინინგრადის ოლქთან, საზღვარზე დივერსიის საფრთხის გამო, პოლონეთის პოლიციამ სპეციალური ოპერაციის შტაბი შექმნა.

პოლიცია ოპერაციას შეიარაღებულ ძალებთან, სასაზღვრო სამსახურთან და სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით ატარებს. როგორც პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, მარეკ ბორონმა განმარტა, ეს პრევენციული ღონისძიებებია.

ბორონის თქმით, ოპერაცია პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში შექმნილ ვითარებას: დივერსიებს, საბოტაჟს, „ჰიბრიდულ დანაშაულს“.

მედიის ცნობით, გასულ კვირას პოლონეთის ხელისუფლებამ სამხედრო დაზვერვისა და მოკავშირეებისგან გაფრთხილება მიიღო. მათი ინფორმაციით, რუსეთთან საზღვარზე, შესაძლოა, დივერსიული ქმედებები მოხდეს, მათ შორის შეიარაღებული ჯგუფების მიერ საზღვრის დარღვევა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნატო-ს ქვეყნებისთვის რუსეთის საელჩოების მეშვეობით გადაცემული შეტყობინება დაადასტურა: თუ კალინინგრადს ან რუსეთის სხვა რეგიონს პირდაპირ შეუტევენ, რუსეთი მთელ შეიარაღებას გამოიყენებს.

მსგავსი