ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონმა ბიატლონში, მარტენ ფურკადი აცხადებს, რომ ის ალექსანდრ ლოგინოვს არ ენდობა. ფრანგმა სპორტსმენმა ასევე დაამატა, რომ რუსი ბიატლონისტი უფრო ძლიერი გახდა მას შემდეგ, რაც დისკვალიფიკაცია მოიხადა.
„ხმაურიანი გამოსვლები დოპინგის წინააღმდეგ – ეს ჩემი თავდაცვაა“, – ციტირებს ფურკადის სიტყვებს SVT. – „ეს ერთადერთი რამეა, რისი გაკეთებაც შემიძლია, რათა დავარწმუნო ხალხი, რომ დოპინგს არ ვიღებ. თუ ტესტების პასუხები საკმარისი არ არის ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად, მაშინ ერთი რამ დამრჩენია – აზრის გამოთქმა. ლოგინოვი უფრო ძლიერი გახდა მას შემდეგ, რაც დისკვალიფიკაცია მოიხადა. შესაძლოა, ბევრს ვსაუბრობ ამ თემაზე, მაგრამ მე არ ვარ ერთადერთი ბიატლონისტი, ვინც ლოგინოვს არ ენდობა. ამ თემაზე სახალხოდ მხოლოდ მე და სებასტიან სამუელსონი ვლაპარაკობთ“.
შეგახსენებთ,რომ რუსმა სპორტსმენმა ორწლიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა. მას 2013 წელს სისხლში აკრძალული პრეპარატი, ერიტროპროეტინი აღმოუჩინეს.