იაპონიაში, ფრენბურთში ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. პირველ ეტაპზე 24 ნაკრები გუნდი ოთ ჯგუფად იყო დაყოფილი. მეორე ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება 16 გუნდმა მოიპოვა. შემდეგ კი ორ ჯგუფში 8-8 გუნდმა საუკეთესო ექვს გუნდს შორის მოსახვედრად იბრძოლა.
მესამე ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება სერბეთმა, იტალიამ, იაპონიამ – G ჯგუფი და აშშ, ჩინეთმა და ჰოლანდიამ H ჯგუფი მოიპოვეს.
გადამწყვეტი ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრებში, სერბეთმა არცერთი სეტი არ დაუთმო იაპონიას. წინა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა ჩინეთმა ხუთსეტიან ბრძოლაში აჯობა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ აშშ-ის ნაკრებს. ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში ითამაშებს. ნახევარფინალური შეხვედრები 19 ოქტომბერს ჩატარდება. მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა კი 20 ოქტომბერს გახდება ცნობილი.