ფრენბურთში ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება

15:07, 15.10.2018

იაპონიაში, ფრენბურთში ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. პირველ ეტაპზე 24 ნაკრები გუნდი ოთ ჯგუფად იყო დაყოფილი. მეორე ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება 16 გუნდმა მოიპოვა. შემდეგ კი ორ ჯგუფში 8-8 გუნდმა საუკეთესო ექვს გუნდს შორის  მოსახვედრად იბრძოლა.

მესამე ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება სერბეთმა, იტალიამ, იაპონიამ – G ჯგუფი და აშშ, ჩინეთმა და ჰოლანდიამ  H  ჯგუფი მოიპოვეს.

გადამწყვეტი ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრებში, სერბეთმა არცერთი სეტი არ დაუთმო  იაპონიას.  წინა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა ჩინეთმა ხუთსეტიან ბრძოლაში აჯობა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ აშშ-ის ნაკრებს. ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში ითამაშებს. ნახევარფინალური შეხვედრები 19 ოქტომბერს ჩატარდება. მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა კი 20 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

მსგავსი