ფრენბურთში მსოფლიოს ჩემპიონატს, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, იტალიის ექვსი და ბულგარეთის სამი ქალაქი ერთობლივად მასპინლობს.
მსოფლიოს პირველობაზე ჯერ პირველი ჯგუფური ეტაპი მიმდინარეობს. ტურნირში მონაწილე 24 საუკეთსო ნაკრები ოთხ ჯგუფადაა დაყოფილი.
„ა“ ჯგუფში იტალიის ნაკრებმა სტარტზე ორივე შეხვედრა იაპონიასთან და ბელგიასთან დამაჯერებლად 3:0 მოიგო.
ასევე 2-2 მოგებით დაიწყეს „ბ“ ჯგუფში გამოსვლა კანადამ და ბრაზილიამ. მესამე ჯგუფში ორი ხუთსეტიანი მატჩი მოიგო აშშ-ს ნაკრებმა. მეოთხე ჯგუფში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი პოლონეთი ორი მოგებით ლიდერობს. მასპინძელმა ბულგარეთმა კი პირველ ტურში ფინეთთან მშრალზე მოგების შემდეგ, 1:3 წააგო ირანთან.
პირველი ჯგუფური ეტაპი 18 სექტემბერს დასრულდება. ტიტულისთვის ბრძოლას ჯგუფების ოთხ-ოთხი საუკეთესო გუნდი განაგრძობს, სადაც ჩემპიონატს შემორჩენილ 16 გუნდს, მეორე ჯგუფურ ეტაპზე, ოთხჯგუფად დაყოფენ.