გენო პეტრიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
გენო პეტრიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს სამგზის ჩემოიონმა გენო პეტრიაშვილმა საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე მედალი მოუტანა. მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში ქართველმა ყაზახი ბოლტინი 11:4 დაამარცხა და კაირიერაში მსოფლიო პირველობებზე მეშვიდე მედალი მოიპოვა.

პეტრიაშვილი ასევე არის რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანი,ხოლო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მან ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

ცოტა ხნით ადრე შეჯიბრზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი ზურაბ იაკობიშვილიც (70კგ) გახდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მსოფლიო პირველობის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში დამარცხდა მირიან მაისურაძე (92კგ), რომელიც ხვალ, ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.