ფრენბურთი | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ბულგარეთთან დამარცხდა #1TVSPORT
სერბეთსა და უნგრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 17-წლამდელ ფრენბურთელთა შორის საქართველოს ნაკრები ტურნირის მეორე შეხვედრაში ბულგართს შეხვდა და სამ სეტში 17:25 17:25 15:25 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა გოგონებმა ტურნირი სენსაციურად დაიწყეს – კონტინენტის პირველობის პირველ მატჩში ტურნირის მასპინძელი სერბეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე:
ანასტასია დვალიშვილი, მარიამ მუშკუდიანი, მელანია კაციტაძე, მაგდა კობაიძე, ლიზა კლდიაშვილი, ანი მდივანი, ნანა ლობჟანიძე, თეკლა მაღლაფერიძე, მარიამ ბურჭულაძე, ბარბარე ჯიმუხაძე, კესო ნარიმანიძე, მართა ლორთქიფანიძე.
საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების განრიგი:
13 ივლისი | საქართველო – იტალია
15 ივლისი | საქართველო – პოლონეთი
16 ივლისი | საქართველო – ნიდერლანდები
18 ივლისი | ხორვატია – საქართველო
19 ივლისი | ესტონეთი – საქართველო