ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიოს საკრივო ასოციაციის (WBA) ჩემპიონის, ფილიპინელ მენი პაკიაოს მწვრთნელ ფრედი როუჩის მიაჩნია, რომ ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი არ დაბრუნდება დიდ კრივში პაკიაოსთან შესახვედრად.
„მე მუდმივად მეკითხებიან: „რა იქნება შემდეგ?“ იცით, რა? ახლა არ არის იმაზე ფიქრის აუცილებლობა, რა იქნება შემდეგ. მენის შეუძლია შვებულება აიღოს და დაისვენოს. მოგვიანებით ვიფიქრებთ მომავალზე. უნდა შევაფასოთ ჩვენი პერსპექტივები. მე მგონია, რომ რევანში მეივეზერთან არ იქნება. ფლოიდი უკვე პენსიაშია გასული. მისი ხალხი ლაპარაკობს, რომ ის არ არის დაინტერესებული. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს სხვა ვარიანტები“, – აღნიშნა მწვრთნელმა.