ჰოლანდიურმა ინტერნეტგამოცემა F1 Today-მ შეადგინა ფორმულა 1-ის გუნდების სიჩქარის რეიტინგი. მონაცემები ეფუძნება 2018 წლის სეზონის წინ ჩატარებულ ტესტებს, კერძოდ, თითო წრეზე ყოველი გუნდის მიერ ნაჩვენებ სიჩქარეს.
F1 Today ამ მონაცემებს რამდენიმე გუნდისგან იღებდა, რათა მაქსიმალურად რეალური სია შეედგინა.
გუნდების რეიტინგი მოახლოებული სეზონის წინ:
1. მერსედესი
2. რედ ბული +0,3
3. ფერარი +0,35
4. რენო +1,3
5. ჰაასი +1,4
6. მაკლარენი +1,5
7. ტორო როსო +1,6
8. ფორს ინდია +1,7
9. უილიამსი +1,8
10. ზაუბერი +2.0.
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატი 25 მარტს, ავსტრალიის გრანპრით გაიხსნება.