„ფოქს ნიუსი“ – დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა, ნიუ იორკში მასუდ ფეზეშქიანს შეხვდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, ნიუ იორკში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.
„ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტ ტრეი იინგსტოს თქმით, მან ტრამპს ჰკითხა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ფეზეშქიანთან შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ.
„მე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გენერალური ასამბლეის შესახებ ვკითხე. ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი იქ იქნება. ვკითხე, მზად იქნებოდა თუ არა ირანის პრეზიდენტთან შესახვედრად და მან მიპასუხა, რომ ალბათ მზად იქნებოდა“, – განაცხადა იინგსტმა ეთერში.
ცნობისთვის, ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია 22-დან 28 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად გაემგზავრა.
როგორც ცნობილია, ირანიდან ის კატარში გაფრინდა, საიდანაც ნიუ იორკში გაემგზავრება.