ფლორიდაში საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის მცდელობისას, გამოძიების ფედერალური ბიუროს ორი აგენტი მოკლეს, სამი კი დაჭრეს
ფლორიდაში საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის მცდელობისას, გამოძიების ფედერალური ბიუროს ორი აგენტი მოკლეს, სამი კი დაჭრეს

ფლორიდაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის მცდელობის დროს, სროლისას გამოძიების ფედერალური ბიუროს ორი აგენტი მოკლეს, სამი კი დაჭრეს. როგორც სააგენტო „ესოშიეიტიდ პრესი“ წერს, ჩხრეკა ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის გამოძიების ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო.

არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა.

მოკლული აგენტები დენიელ ელფინი და ლაურა შვარცენბერგერი არიან, რომლებიც ბავშვთა წინააღმდეგ რამდენიმე დანაშაულს იძიებდნენ.

დაშავებულთაგან ორი ჰოსპიტალიზებულია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მესამეს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

ფლორიდაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.