პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა (50-0, 27KO) კომენტარი გაუკეთა სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონს ტაისონ ფიურისა (30-0-1, 21KO) და დეონტეი უაილდერის (42-1-1, 41KO) სავარაუდო მესამე ორთაბრძოლას.
„უაილდერი შეძლებს ფიურის დამარცხებას რევანშში, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მე ვავარჯიშებ მას. ის რომ ჩემთან მეცადინეობდეს, მე მას მოგებას ვასწავლიდი“, – განუცხადა მეივეზერმა პორტალ BoxingNews 24-ს.
ლას ვეგასში გამართული ბრძოლის შემდეგ, მეივეზერმა ფანებს უაილდერის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, უაილდერმა გააქტიურა კონტრაქტში არსებული პუნქტი ფიურისთან მესამე ბრძოლის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, 2020 წელს გაიმართება.