სუპერმძიმე კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, ბრიტანელ ტაისონ ფიურის იმედი აქვს, რომ რევანში ამერიკელ დეონტეი უაილდერის წინააღმდეგ უკვე 2019 წლის მარტში გაიმართება.
„უაილდერს გულწრფელად მიაჩნია, რომ მოიგო, და მე მისი მესმის – ნებისმიერ მოკრივეს უნდა, რომ გამარჯვებული იყოს. მაგრამ მას ეშლება, როგორც ჩანს, ძალიან ბევრი დარტყმა მიიღო. ცხადზე ცხადია, რომ ეს ბრძოლა მე მოვიგე. მთელმა მსოფლიომ ნახა ეს, მაგრამ მსაჯებმა სხვანაირად მიიჩნიეს. ბრძოლის კონტრაქტი ითვალისწინებდა ავტომატურ მატჩრევანშს ნებისმიერი მოკრივის წაგების შემთხვევაში. იმედია, ამ პუნქტს გამოიყენებენ ფრის შემთხვევაშიც. ნებისმიერ ვარიანტში მინდა რინგზე მარტში დაბრუნება. ვივარჯიშებ და ფორმას შევინარჩუნებ. ბრძოლის დღეს მე 113.8 კილოგრამი ვიყავი, რაც ჩემთვის ძალიან ცოტაა. საკრივო ვარჯიშებს შორის მცირე შესვენება მექნება, მაგრამ გავაგრძელებ ფიზიკურ მომზადებას“, – განაცხადა ფიურიმ.
შეგახსენებთ, რომ დეონტეი უაილდერისა და ტაისონ ფიურის ბრძოლა კვირას, ლოს ანჯელესში გაიმართა და ფრედ დასრულდა. ორივე მოკრივემ გამოხატა უკმაყოფილება საბოლოო შედეგის გამო.