ფინიშამდე ცოტა დარჩა - ბათუმის სტადიონზე სკამები დაამონტაჟეს
ფინიშამდე ცოტა დარჩა - ბათუმის სტადიონზე სკამები დაამონტაჟეს

ბათუმის ახალ სტადიონზე ინდივიდუალური სკამების მონტაჟი დასრულდა – ინფორმაციას არენის მშენებელი კომპანია „შპს სტადიონი” ავრცელებს.

„შპს სტადიონის” ცნობით, ბათუმის ახალ სტადიონზე სკამები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა დამზადებული და მექანიკური დაზიანების მიმართ მდგრადი და ცეცხლგამძლეა.

სტადიონის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და გახსნამდე მცირე სამუშაოებია დარჩენილი. ტრიბუნები 20 ათას მაყურებელს დაიტევს.