ზაურ სვანაძე - „დინამო თბილისი“ თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის #1TVSPORT
ზაურ სვანაძე - „დინამო თბილისი“ თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ბათუმის „დინამოსთან“ წაგებული (0:1) შეხვედრა „დინამო თბილისიდან“ არა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ, არამედ, მისმა ასისტენტმა, ზაურ სვანაძემ გააკეთა. 

„უპირველესად, მსურს, რომ ბათუმის „დინამოს“ გამარჯვება მივულოცო. პირველი ნახევარი ცუდად ჩავატარეთ, მეორე ტაიმში კი ვითარება გამოვასწორეთ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ვეცდებით, რომ გამოვასწოროთ ის ხარვეზები, რაც გვქონდა. წინ კიდევ უამრავი თამაშია და „დინამო“ თავსი სიტყვას აუცილებლად იტყვის“, – განაცხადა ზაურ სვანაძემ.

მან სტადიონზე არსებულ ატმოსფეროზეც ილაპარაკა: „რაც შეეხება გარემოს, სტადიონზე ბრწყინვალე ატმოსფერო სუფევდა და ძალიან კარგი იყო აქ თამაში. რა თქმა უნდა, ამდენი მაყურებლის მოსვლით ვისიამოვნეთ.

12 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 25 ქულა დააგროვა და ანალოგიური მაჩვენებლის მქონე „დინამო თბილისს“ (25 ქულა) გადაასწრო, რადგან მიმდინარე სეზონში ორივე შეხვედრა მოუგო.