გიორგი პაპავა - ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, ბათუმელები შარშანაც და შარშანწინაც გვასწრებდნენ, მაგრამ ვეწეოდით #1TVSPORT
გიორგი პაპავა - ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, ბათუმელები შარშანაც და შარშანწინაც გვასწრებდნენ, მაგრამ ვეწეოდით #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ კაპიტანმა, გიორგი პაპავამ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ბათუმის „დინამოსთან“ წაგებული (0:1) შეხვედრის კომენტარის დროს ყურადღება გულშემატკივრის ფაქტორზე გაამახვილა. 

„ასეთ თამაშებს არ სჭირდება ბევრი ლაპარაკი და დიდი მომზადება. ისედაც ყველანი ძალიან მოტივირებულები ვიყავით. ვიცოდით, რომ გულშემატკივარი იქნებოდა, მივულოცავ სტადიონის გახსნას. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ქალაქებშიც დ თბილისშიც ისე მოხდება, როგორც ბათუმში და ბევრი ხალხი შეიკრიბება“, – ამბობს გიორგი პაპავა.

გიორგი პაპავამ მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა: „მივულოცავ ბათუმელებს მოგებას, მაგრამ ასევე ვიტყვი, რომ ჯერ ყველაფერი წინ არის, მხოლოდ ერთი წრე და რამდენიმე მატჩია გასული და არაფერია გადაწყვეტილი. ასე იყო შარშანაც და შარშანწინაც, დასაწყისში ყოველთვის გვასწრებდნენ, მაგრამ მერე ვეწეოდით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი კიდევ უფრო მოუმატებს, ახალი ფეხბურთელები გვყავს და უფრო მეტად შევთამაშდებით და სურათიც შეიცვლება“.