ბათუმის ახალი სტადიონი მსოფლიო დაჯილდოებაზე წარადგინეს - სტადიონმა უძრავი ქონების ეროვნული ოსკარი უკვე მოიპოვა #1TVSPORT
ბათუმის ახალი სტადიონი მსოფლიო დაჯილდოებაზე წარადგინეს - სტადიონმა უძრავი ქონების ეროვნული ოსკარი უკვე მოიპოვა #1TVSPORT

ბათუმის ახალ სტადიონს მსოფლიო დაჯილდოებაზე წარადგენენ, რომელმაც პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე საუკეთესო საჯარო შენობების ნომინაციაში გაიმარჯვა და უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა.

„ჩვენი საშინაო არენა მალე მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d’Excellence Awards, წარსდგება. ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე – FIABCI Georgia Prix d’Excellence Awards 2022, საუკეთესო საჯარო შენობების ნომინაციაში გაიმარჯვა და უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა. გამარჯვებულების გამოვლენა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად ჟიურის მიერ განხორციელდა. მსოფლიო დაჯილდოება FIABCI World Prix d’Excellence Awards, რომელიც 2023 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება, ბათუმიც იქნება წარდგენილი“ – წერია ბათუმის „დინამოს“ პრესსამსახურის გვარცელებულ ცნობაში.

ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის მშენებლობა 2018 წლის 21 იანვარს დაიწყო, 20 000 მაყურებელზეა გათვლილი და უეფა-ს IV კატეგორია აქვს მინიჭებული. სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვის, ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავი მოცეკვავეების სილუეტებს იმეორებს. სტადიონის გარე ტერიტორიაზე განთავსებულია 1200 მანქანაზე გათვლილი ღია პარკინგი, სკვერები და კომერციული სივრცეები. სტადიონს გააჩნია რამდენიმე შესასვლელი – სპორტსმენებისთვის, ტრანსპორტისთვის, ასევე VIP და მედიის შესასვლელები.