ლევან კობიაშვილი - მადლობა გულშემატკივარს იმ ატმოსფეროსთვის, რომელსაც ბათუმის სტადიონზე ქმნიან #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი - მადლობა გულშემატკივარს იმ ატმოსფეროსთვის, რომელსაც ბათუმის სტადიონზე ქმნიან #1TVSPORT

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ბათუმში გამართულ ეროვნული ლიგის ცენტრალურ შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, სადაც ბათუმის „დინამომ“ ახალ სტადიონზე „დინამო თბილისი“ 1:0 დაამარცხა. 

„ბათუმის ახალმა სტადიონმა ეროვნული ლიგის მატჩს გულშემატკივართან ერთად პირველად უმასპინძლა. უპირველესად, მინდა მივულოცო თითოეულ ბათუმელს, ფეხბურთის გულშემატკივარსა და სრულიად საქართველოს! ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი, უმაღლესი დონის საფეხბურთო ინფრასტრუქტურა შეემატა. დარწმუნებული ვარ, ბათუმის სტადიონი მრავალი ეროვნული და საერთაშორისო მატჩის მასპინძელი იქნება როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე და მჯერა, რომ აქ ერთად არაერთ წარმატებას ვიზეიმებთ!“, – წერს ლევან კობიაშილი.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ყურადღება მაყურებლის როლზეც გაამახვილა: „აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს იმ განსაკუთრებული საფეხბურთო ატმოსფეროსთვის, რომელსაც ისინი სტადიონზე ქმნიან“.