ფილიპე კოუტინიო კარიერას კატარის კლუბ „ალ დუჰაილში“ გააგრძელებს #1TVSPORT
„ლივერპულისა“ და „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი ფილიპე კოუტინიო კარიერას კატარის ჩემპიონატის გუნდში, „ალ დუჰაილში“ გააგრძელებს.
კატარის კლუბმა ბრაზილიელი ფეხბურთელი უკვე ოფიციალურად წარადგინა. 31 წლის ნახევარმცველი ახალ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
31 წლის შემტევი ნახევარმცველი ამჟამად ბირმინგემის „ასტონ ვილას“ საკუთრებაშია და ინგლისურმა კლუბმა ის კატარში იჯარის წესით გაუშვა, ხოლო მის ხელფასს მთლიანად „ალ დუჰაილი“ გადაიხდის.
კოუტინიო 2018 წელს „ბარსელონას“ სარეკორდო შენაძენი იყო. ბრაზილიელის სანაცვლოდ ესპანურმა კლუბმა „ლივერპულს“ 160 მილიონი ევრო გადაუხადა.
ლა ლიგაში გატარებული წარუმატებელი სეზონების შემდეგ ფილიპე კოუტინიო ჯერ მიუნხენის „ბაიერნში“ იყო განათხოვრებული, ხოლო მოგვიანებით ის „ასტონ ვილამ“ 20 მილიონ ევროდ შეიძინა.