ფიფა-ს (FIFA) საუკეთესო მოთამაშის არჩევისას, ჯაბა კანკავამ ვან დეიკს მისცა ხმა, ვლადიმირ ვაისმა - ლიონელ მესის
მილანის „ლა სკალას“ საოპერო თეატრში გაიმართა ფიფა-ს (FIFA) 2018-2019 წლების სეზონის ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონია.
მთავარ ნომინაციაში – „წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი“ გაიმარჯვა არგენტინელმა ლიონელ მესიმ. შეგახსენებთ, რომ საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევენ ფიფა-ს წევრი ქვეყნების ნაკრებთა კაპიტნები და მწვრთნელები, აგრეთვე ჟურნალისტები და გულშემატკივრები.
ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავასა და მთავარი მწვრთნელის – ვლადიმირ ვაისის არჩევანი.
კანკავამ პირველ ადგილზე დააყენა ვირჯილ ვან დეიკი (5 ქულა), მეორეზე ლიონელ მესი (3) და მესამეზე – კრიშტიანუ რონალდუ (1).
ვაისმა ასეთი არჩევანი გააკეთა: მესი (5), რონალდუ (3) და მბაპე (1).