წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინანტთა გამოცხადების შემდეგ, ფიფამ ის 10 ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის იბრძოლებს.
სიაში შემდეგი მოთამაშეები არიან:
კრიშტიანუ რონალდუ (“იუვენტუსი”)
კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”)
ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”)
ედენ აზარი (“ჩელსი”)
ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”)
კილიან მბაპე (“პარი სენ-ჟერმენი”)
ლიონელ მესი “(ბარსელონა”)
ლუკა მოდრიჩი (“რეალი”)
მოჰამედ სალაჰი (“ლივერპული”)
რაფაელ ვარანი (“რეალი”)
შეგახსენებთ, ფიფას პრიზის (The Best) მოქმედი მფლობელია პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ. გამარჯვებულის გამოვლენაში მონაწილეობას იღებდნენ ფიფას წევრი ქვეყნების ნაკრებთა მწვრთნელები, კაპიტნები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები.