ცნობილია ნომინანტები ფიფა-ს ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე #1TVSPORT
ცნობილია ნომინანტები ფიფა-ს ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) დაასახელა პრემია The Best-ის (წლის საუკეთესო ფეხბურთელი) ნომინანტები. სიაში მოხვდნენ:

ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი, არგენტინა), ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი, ინგლისი), ქარიმ ბენზემა (რეალი, საფრანგეთი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია), ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია), აშრაფ ჰაკიმი (პარი სენ-ჟერმენი, მაროკო), რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა, პოლონეთი), სადიო მანე (ბაიერნი, სენეგალი), კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ლიონელ მესი (პარი სენ-ჟერმენი, არგენტინა), ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატია), ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი, ბრაზილია), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე), ვინისიუსი (რეალი, ბრაზილია).

ფიფა-ს ოფიციალურ გვერდზე ხმის მიცემა 3 თებერვლამდე გაგრძელდება და ამის შემდეგ გამოცხადდება სამი ფინალისტი. გამარჯვებულს გამოაცხადებენ 27 თებერვალს The Best FIFA Football Awards-ის ცერემონიაზე.

2020 და 2021 წლებში ამ პრიზის მფლობელი რობერტ ლევანდოვსკი გახდა.