წლის ფეხბურთელი ლევანდოვსკია - ფიფა-ს ყოველწლიური დაჯილდოება დასრულდა #1TVSPORT
წლის ფეხბურთელი ლევანდოვსკია - ფიფა-ს ყოველწლიური დაჯილდოება დასრულდა #1TVSPORT

დასრულდა ფიფა-ს ყოველწლიური პრემიის The Best-ის („ოქროს ბურთის“ ანალოგი) დაჯილდოების ცერემონია, სადაც საფეხბურთო სამყაროს 2021 წლის გამორჩეული პირები დააჯილდოვეს.

საგანგებო ჯილდო გადასცეს კანადის ქალთა ნაკრების წევრს, კრისტინ სინგლერს, რომელმაც კანადის ნაკრებში ჩატარებულ 308 მატჩში 188 გოლი გაიტანა. გაიხსენეს ლეგენდარული გერმანელი თავდამსხმელი გერდ მიულერი, რომელიც 2021 წელს გარდაიცვალა.

აქვე ვიტყვით, რომ ზოგიერთი გადაწყვეტილება საკმაოდ საკამათო გამოდგა. თუმცა, ესაა ფეხბურთი – დავა ყველაფერზე შეიძლება, მაგრამ ევრო 2020-ის გამარჯვებულები და გამორჩეულები არ დააფასეს.

 

საუკეთესო ქალი მეკარე

ნომინატები

ენ-კატრინ ბერგერი (გერმანია / ჩელსი – ქალები)

კრისტიან ენდლერი (ჩილე/პარი სენ-ჟერმენი/ლიონის ოლიმპიკი)

სტეფანი ლინ მარი ლაბე (კანადა / როზენგარდი / პარი სენ-ჟერმენი)

გამარჯვებული – კრისტიან ენდლერი (ჩილე/პარი სენ-ჟერმენი/ლიონის ოლიმპიკი)

 

საუკეთესო მამაკაცი მეკარე

ნომინატები

ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია / მილანი / პარი სენ-ჟერმენი)

ედუარდ მენდი (სენეგალი / ჩელსი )

მანუელ ნოიერი (გერმანია / მიუნხენის ბაიერნი)

გამარჯვებული – ედუარდ მენდი (სენეგალი / ჩელსი )

 

პუშკაშის პრემია

ნომინატები

ერიკ ლამელა (არკენტინა) – არსენალი – ტოტენჰემი [პრემიერ ლიგა, 2021 წლის 14 მარტი)

პატრიკ შიკი (ჩეხეთი) – ჩეხეთი – შოტლანდია [ევრო2020, 14 ივნისი, 2021)

მეჰდი ტარემი (ირანი) – ჩელსი – პორტო (ჩემპიონთა ლიგა, 2021 წლის 13 აპრილი)

გამარჯვებული – ერიკ ლამელა (არკენტინა) – არსენალი – ტოტენჰემი [პრემიერ ლიგა, 2021 წლის 14 მარტი)

 

ფიფა-ს სამართლიანი თამაშის ჯილდო

ნომინატები

დანიის ნაკრები

კლაუდიო რანიერი

სკოტ ბრაუნი

გამარჯვებული – დანიის ნაკრები

 

ქალთა საუკეთესო მწვრთნელი

ნომინატები

ლუის კორტესი (ესპანეთი / ბარსელონა)

ემა ჰეისი (ინგლისი / ჩელსი ქალები)

სარინა ვიგმანი (ნიდერლანდები / ჰოლანდიის ნაკრები / ინგლისის ნაკრები)

გამარჯვებული – ემა ჰეისი (ინგლისი / ჩელსი ქალები)

 

მამაკაცთა საუკეთესო მწვრთნელი

ნომინატები

პეპ გვარდიოლა (ესპანეთი / მანჩესტერ სიტი)

რობერტო მანჩინი (იტალია/იტალიის ნაკრები)

ტომას ტუხელი (გერმანია / ჩელსი)

გამარჯვებული – ტომას ტუხელი (გერმანია / ჩელსი)

 

ფიფა-ს გულშემატკივართა ჯილდო

ფიფა-მ ჯილდო 2016 წელს დააწესა, რათა ყურადღების ცენტრში მოექცეს ნებისმიერი გულშემატკივრის ან გულშემატკივართა ჯგუფის გამორჩეული მომენტი ან ჟესტი.

გამარჯვებული – დანიელი და ფინელი ფანები (ევრო2020-ზე კრისტიან ერიქსენის ეპიზოდში გამოვლენილი სოლიდარობისთვის)

 

წლის საუკეთესო 11 მოთამაშე ქალებში

ენდლერი, ბრონზე, რენარდი, ბრაიტი, ერიქსონი, ბანინი, ლოიდი, ბონანსეა, მიდემა, მარტა, ალექს მორგანი

 

წლის საუკეთესო 11 მოთამაშე კაცებში

დონარუმა, ალაბა, ბონუჩი, რუბენ დიასი, ჟორჟინიო, კანტე, კევინ დე ბრუინი, კრიშტიანუ რონალდუ, ჰალანდი, ლევანდოვსკი, მესი

 

„მამაკაცთა გუნდის მეკარე დონარუმას წლის საუკეთესო მეკარის ჯილდო არ მიუღია“, – ასეთი ლაკონური კომენტარი გააკეთა ამაზე „გარდიანმა“.

 

საუკეთესო ქალი მოთამაშე

ნომინანტები

ჯენიფერ ჰერმოსო (ესპანეთი / ბარსელონა)

სემ კერი (ავსტრალია / ჩელსი / ქალები)

ალექსია პუტელასი (ესპანეთი/ბარსელონა)

გამარჯვებული – ალექსია პუტელასი (ესპანეთი/ბარსელონა)

 

საუკეთესო მამაკაცი მოთამაშე

ნომინანტები

რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)

ლიონელ მესი (პსჟ)

მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)

გამარჯვებული – რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)

მოულოდნელად, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ნომინაციაში ვერ მოხვდა კრიშტიანო რონალდო – ნომინანტები იყვნენ რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), ლიონელ მესი (პსჟ) და მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), საუკეთესოდ კი რობერტ ლევანდოვსკი აღიარეს.

რობერტ ლევანდოვსკიმ ზედიზედ მეორედ მოიგო The Best და გაიმეორა კრიშტიანო რონალდოს, რონალდინიოსა და რონალდოს შედეგი, რომლებსაც ეს საპატიო ჯილდო ასევე ზედიზედ ორჯერ აქვთ მოგებული.

მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანო რონალდო წლის საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში ვერ მოხვდა, პორტუგალიელ ლეგენდას სპეციალური პრიზი გადასცეს – მან 2021 წელს ალი დაეის რეკორდი გააუმჯობესა და ნაკრებში ყველაზე მეტი გატანილი გოლი დაუგროვდა.