ფიფა წლის საუკეთესოებს 17 იანვარს გამოავლენს #1TVSPORT
ფიფა წლის საუკეთესოებს 17 იანვარს გამოავლენს #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) გამოაცხადა, რომ ორგანიზაციის ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელებისა და მწვრთნელების დაჯილდოება 2022 წლის 17 იანვარს გაიმართება.

ცერემონია დისტანციურ რეჟიმში ციურიხში მდებარე ფიფა-ს შტაბბინიდან ჩატარდება.

The Best-ის ჯილდოზე ხმის მიცემა 22 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე გაიმართება.

ცერემონიის რანგში პრიზებს მიიღებენ წლის საუკეთესო მამაკაცი და ქალი ფეხბურთელები, მამაკაცთა და ქალთა გუნდების მწვრთნელები, მეკარეები და გულშემატკივრები. ასევე, პუშკაშის პრემიას დაისაკუთრებს წლის ყველაზე ლამაზი გოლის ავტორი.